სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

სამეცნიერო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება, სტუდენტთა რიგით ოცდამეერთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

13 ივნისს სამეცნიერო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება, სტუდენტთა რიგით ოცდამეერთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

მომხსენებელთა შორის იყვნენ როგორც “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.

მოხსენებები შეეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა, ბანკინგი, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, მათემატიკური ფუნქციების როლი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ტურიზმი, სამართალი, მენეჯმენტი. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები ასევე გამოვლიდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი სტუდენტები, რომელთაც გადაეცათ ფულადი პრიზები.

“მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩართვა მნიშვნელოვანია, სტუდენტთა სამეცნიერო უნარების განვითარებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობისთვის, კონფერენციებში მონაწილეობა სტუდენტებს ეხმარება იპოვონ საერთო ინტერესების მქონე თანატოლები, რომლებთან ერთადაც შეძლებენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალში“, – აცხადებს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი.