“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამეცნიერო ჟურნალი “ეკონომიკური პროფილი“ ორ ახალ საძიებო ბაზაში ჩაერთო: BASE (გერმანია) და LENS (ავსტრალია). BASE არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი საძიებო სისტემა, განსაკუთრებით აკადემიური ვებრესურსებისთვის.
იგი შეიცავს 400 მილიონზე მეტ ჩანაწერს 11000-ზე მეტი კონტენტის პროვაიდერისგან. BASE-ში ინდექსირებული ჩანაწერების დაახლოებით 60%-ის სრულ ტექსტებზე წვდომა უფასოა (ღია წვდომა).
LENS – არის გლობალური საძიებო ბაზა, რომელიც იძლევა სამეცნიერო ნაშრომების სრული ტექსტების ძიების და წაკითხვის, მართვის და ციტირების ანალიზის საშუალებას. იგი ემსახურება 200 მილიონ სამეცნიერო ჩანაწერს.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მიერ დაარსებული რეფერირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი “ეკონომიკური პროფილი“ (ISSN 1512 – 3901) გამოიცემა 2006 წლიდან. 2017 წლიდან ჟურნალს მიენიჭა ელექტრონული საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი (E ISSN 2587 – 5310).