“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა“ და “მათემატიკოსის“ ერთობლივი პროექტი უნივერსიტეტის სივრცეში განხორციელდება და დაინტერესებულ მოსწავლეებს მოგცემთ შესაძლებლობას მათემატიკა აქციოთ თქვენს ყველაზე სანდო ინსტრუმენტად.
საკვირაო სკოლა მოიცავს ლექციებს:
- რატომ არის მათემატიკა აუცილებელი ფინანსებში?
მათემატიკა გვაძლევს ზუსტ ჩარჩოს, რომ არ ვვარაუდობდეთ – არამედ ვფიქრობდეთ რიცხვებით.
მათემატიკა განსაზღვრავს რისკს, აგებს პროგნოზებს, გვეხმარება ინვესტიციების შეფასებაში და ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაში.
როცა ფულთან გაქვს საქმე, მცირე ცდომილებაც შეიძლება ძვირად დაგიჯდეს – მათემატიკა კი სწორედ იმ სიზუსტეს იძლევა, რაც სანდო გადაწყვეტილებებისთვის გჭირდება. მოკლედ: თუ გინდა ფინანსებში კარგად ერკვეოდე – მათემატიკა შენი ყველაზე სანდო ინსტრუმენტია.
ლექციას ეკონომიკის დოქტორი, „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორი“, პროფესორი გოჩა თუთბერიძე გაუძღვება.
- რატომ ვსწავლობთ თამაშთა თეორიას?
წარმოიდგინე სამყარო, სადაც თითოეული ნაბიჯი სტრატეგიას ეფუძნება — ბიზნესგარიგებები, პოლიტიკურ მოლაპარაკებები, მეგობრული უთანხმოებები და ყოველდღიური არჩევანებიც კი. ყველა ეს სიტუაცია მსგავსია თამაშისა, სადაც თითოეულ მოთამაშეს თავისი მიზანი და მოქმედების სტილი აქვს.
თამაშების თეორია გვეხმარება, გავიგოთ, როგორ მოქმედებენ ადამიანები ასეთ გარემოში და როგორ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არამხოლოდ მომგებიანი, არამედ გონივრულიც არის.
ეს არ არის უბრალოდ თეორია — ეს არის აზროვნების მეთოდი, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს შედეგებამდე, სტრატეგიული ხედვის გაღრმავებამდე და გარშემომყოფთა მოტივაციის უკეთ გააზრებამდე.
თამაშთა თეორიის ძირითად სტრატეგიებს კი ეკონომიკის დოქტორი, „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი“, ასოცირებული პროფესორი გოჩა უგულავა გაგაცნობთ.
მონაწილეობისათვის 30 აპრილამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: სარეგისტრაციო ფორმა