ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტებისათვის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომია 6 კვოტა ევროპის 6 ქვეყნის (ბელგია, პოლონეთი, თურქეთი, ხორვატია, კვიპროსი) მიმართულებით.
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური მასპინძელ უნივერსიტეტში სრულად დაუფინანსდებათ. ამასთან, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.
Nota Bene: გასათვალისწინებელია, რომ მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” უნდა ჰქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი. სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სტუდენტმა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” სემესტრული საფასური გადაიხადოს ერაზმუს+ სასწავლო ხელშეკრულებაში მითითებული ასაღიარებელი კრედიტების რაოდენობის მიხედვით.
(1)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით
კვოტა: 1
(2)
მასპინძელი უნივერსიტეტი: PXL გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტი, ბელგია
სამიზნე აუდიტორია: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ბიზენსისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით
კვოტა: 1
(3)
მასპინძელი უნივერსიტეტი: მედიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ჩაკოვეცში, ხორვატია
სამიზნე აუდიტორია: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ბიზენსისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით
კვოტა: 1
(4)
მასპინძელი უნივერსიტეტი: CDA კოლეჯი, კვიპროსი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ბიზენსისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: თვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით (ჯამური 2550 ევრო), ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 550 ევროს ოდენობით. მოწყვლადი სტუდენტების შემთხვევაში, 500 ევროს ოდენობით დამატებითი სტიპენდია გაიცემა.
კვოტა: 2
(5)
მასპინძელი უნივერსიტეტი: სტამბულის გელიშიმის უნივერსიტეტი, თურქეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: თვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით.
კვოტა: 1
სამიზნე აუდიტორია: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ფინანსების მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: თვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ხოლო
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით.
კვოტა: 1
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://forms.gle/wyQXDBUyxSj8uBwKA
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად.
- გამოცდა ინგლისურ ენაში – B2 დონე () (2 აპრილი, 11:00)
Nota Bene:
(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე – (4 აპრილი, 14:00 საათი)
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.
გასაუბრების შეფასების ელემენტები:
- მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 30 მარტის 00:00 საათისა საათისა.
7 აპრილს კომისია გამოავლენს ყველაზე მაღალი ქულების მქონე 7 სტუდენტს