სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

განაცხადის წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საპროექტო განაცხადის წარდგენა 15 მაისის ჩათვლით ელექტრონულად არის შესაძლებელი: studentandalumniservicecenter@cue.edu.ge

პროექტის მიზანია სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტებისათვის აღნიშნული კონკურსი არის შესაძლებლობა პროექტის სახით წარადგინონ ინიციატივა და მოიპოვონ დაფინანსება იდეების განხორციელებისთვის.

საპროექტო განაცხადის მიმართულებებია სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ინოვაციური, კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტები.

დამატებითი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის მიმართეთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: studentandalumniservicecenter@cue.edu.ge ან ადგილზე – “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, ოთახი N 208.

საპროექტო განაცხადის დებულება და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.