12 ივნისს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” კურსდამთავრებულებისთვის ტრენინგი თემაზე „AI და მისი გამოყენება პროფესიულ განვითარებაში“ გაიმართა.
ტრენინგის მიზანი იყო კურსდამთავრებულებისთვის ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტების შესახებ ცოდნის მიწოდება, რაც მათ დაეხმარება:
▪ პროფესიული და კარიერული უნარების გაუმჯობესებაში
▪ შრომის ბაზარზე ეფექტურ ინტეგრირებაში
▪ თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების სრულად გამოყენებაში
მსგავსი ტიპის ღონისძიებები უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას თანამედროვე ბაზრის პირობებში.