სხვადასხვა

უფასო ტრენინგი საჯარო სკოლის პედაგოგებსთვის: “კლასის მართვის გამოწვევები და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება”

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა” და “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრი იწვევს საჯარო სკოლის პედაგოგებს უფასო ტრენინგზე: “კლასის მართვის გამოწვევები და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება”.

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანი: ტრენინგი მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას კლასის მართვის აქტუალურ გამოწვევებზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ეფექტურ პრაქტიკებზე.

ტრენინგის შედეგი: მონაწილეები გაეცნობიან და განივითარებენ უნარებს, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ინტეგრირებაში თავიანთ ყოველდღიურ პრაქტიკაში. ტრენინგის შემდეგ ისინი შეძლებენ მოსწავლეთა ჩართულობისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებას.

მოკლე აღწერა:

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება კლასის მართვის საკითხებზე;
  • დაადგინონ და გააანალიზონ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ძირითადი გამოწვევები;
  • იმსჯელონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების კონტექსტში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე;
  • შეისწავლონ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომები გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  • სერტიფიცირება: ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

ტრენერის შესახებ: ტრენინგს გაუძღვება იოსებ ლაზარაშვილი:

  • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი;
  • სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი მისამართი: ქუთაისი, წერეთლის ქუჩა N13, 211-ე აუდიტორია.

ტრენინგის ჩატარების დრო: შაბათი, 10 მაისი, 13:00 საათი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი, რომელიც მოიცავს შესვენებას ყავითა და ჩაით

რეგისტრაცია სავალდებულოა — დასარეგისტრირებლად გადადით შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdBnCc-rdnAPZQRz3otsFeW-RGSh01jfiaNtZG1xmiOZOqDhw/viewform?usp=header

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ დარეგისტრირდით რაც შეიძლება მალე!