“შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” (https://cue.edu.ge/) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერასმუს მობილობის მენეჯერის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 მაისი.
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ.
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო დონეზე პოტენციური პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების გამოვლენა, საერთაშორისო დონეზე პოტენციური პარტნიორი უნივერსიტეტებისა გამოვლენა, ბაზის შექმნა და მათზე ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** უნივერსიტეტის ერასმუს+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფა, კერძოდ პოტენციურ პარტნიორ უნივერსიტეტებთან შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება და საერთაშორისო კრედიტ მობილობის ხელშეკრულებების გაფორმება;
** გაცვლითი პროგრამებით უნივერსიტეტში ჩამოსული საერთაშორისო სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საინფორმაციო-ლოჯისტიკური მომსახურება და მხარდაჭერა ინტეგრაციის პროცესში;
** პარტნიორი უნივერსიტეტებიდან კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მოწვევა ექსტრაკურიკულარული აქტივობებისთვის, როგორიცაა საერთაშორისო ვებინარები, მასტერკლასები და სხვა. ფაკულტეტიდან შესაბამისი დაკვეთის შემთხვევაში კი პროგრამული ლექციების წასაძღოლად.
** საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა რელევანტური საერთაშორისო აქტივობების შესახებ სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის რეგულარული ინფორმირება, როგორც ელ.ფოსტის საშუალებით, ისე საინფორმაციო შეხვედრების გამართვის გზით;
განსაზღვრული პერიოდულობით უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მითითებით, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლიანი;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა – B2 დონე (მეტყველება, წერა).
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
ვაკანსიის დეტალები:
** კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 23 აპრილს და დასრულდება 23 მაისს.
** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@cue.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – ვაკანსია საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერასმუს მობილობის მენეჯერი.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად” თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.