საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

Westcliff University-ის ყოველწლიური კვლევითი სიმპოზიუმი 

ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტი აშშ-დან – Westcliff University – 2025 წლის 9 ოქტომბერს, სრულიად ონლაინ ფორმატში ატარებს კვლევით სიმპოზიუმს SOAR (Symposium of Applied Research).

ღონისძიება აერთიანებს სტუდენტებს, ლექტორებს, თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს სხვადასხვა აკადემიური მიმართულებიდან და ქმნის სივრცეს კვლევების, იდეებისა და ინოვაციების გასაზიარებლად.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივნისი.

მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

2025 წლიდან სიმპოზიუმში მონაწილე პრეზენტატორებს გადაეცემათ ციფრული სერტიფიკატი, როგორც მათი კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური ჩართულობის აღიარება.

სიმპოზიუმის შესახებ მომზადებულია მოკლე პრეზენტაცია რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Westcliff University-ის ვებგვერდზე ბმული