სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

ჟან მონეს მოდულის სკოლა – “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” განხორციელდა

ევროპის ცენტრალურ  უნივერსიტეტში, 20 ოქტომბრიდან  24  ოქტომბრის ჩათვლით, ჟან მონეს მოდულის სკოლა “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” განხორციელდა.
მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა:
  1. ციფრული ეკოსისტემები და პლატფორმები;
  2. მომავლის ტექნოლოგიები: ხელოვნური ინტელექტი
  3. ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის შესაძლებლობების გამოყენება კერძო კომპანიების ფინანსების მართვაში;
  4. ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის გამოყენების  შესაძლებლობები საქართველოს  ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში;
  5. რეგიონალური შრომის ბაზრის შესაძლებლობები ციფრულ  ეკონომიკაში;
სკოლაში მონაწილეობდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.
ჟან მონეს აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ციფრული აზროვნებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას ახალგაზრდებში, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის სტრატეგიული ციფრული პრიორიტეტების შესახებ.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.