სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა ტრენინგში – „სამართლებრივი უნარების სწავლება“ მონაწილეობა მიიღო

2024 წლის 26, 27 და 28 იანვარს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „სამართლებრივი უნარების სწავლება”.

აღნიშნულ ტრენინგში ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა  და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.