სხვადასხვა, საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სრულად დაფინანსებული ტრენინგ კურსი ნორვეგიაში

სრულად დაფინანსებული ტრენინგ კურსი ნორვეგიაში – საერთაშორისო გამოცდილება შენთვის!

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, საერთაშორისო პარტნიორებთან — Be. long და Utøya Democracy Learning Center — თანამშრომლობით აცხადებს ღია კონკურსს სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ სრულად დაფინანსებულ 5 – დღიან ტრენინგ კურსზე. თუ ხარ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი და გაინტერესებს თემები, როგორიცაა:

▪ კრიტიკული აზროვნება
▪ მედიაწიგნიერება
▪ სამოქალაქო განათლება

ლოკაცია: უტოია, ნორვეგია
თარიღი: 2025 წლის 18-22 აგვისტო
სამუშაო ენა: ინგლისური

თუ ხარ მოტივირებული, აქტიური და გსურს საერთაშორისო გამოცდილება — ეს ტრენინგი უნიკალური შესაძლებლობაა არა მხოლოდ პროფესიული და აკადემიური ზრდისთვის, არამედ პიროვნული განვითარებისთვის, ახალი მეგობრების შესაძენად, საკუთარი კულტურის გასაზიარებლად და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ურთიერთობისა და მათი კულტურის უკეთ გასაცნობად.

რეგისტრაცია:
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
სარეგისტრაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს:
studentandalumniservicecenter@cue.edu.ge

გთხოვთ, გამოიყენოთ მხოლოდ კორპორაციული ელფოსტა