20 აპრილს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია, თემაზე: “თვითდიაგნოზის რისკები ციფრულ ეპოქაში” გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება:
- თვითდიაგნოზის ძირითადი რისკები
- ინტერნეტული ინფორმაციის გავლენა პაციენტის გადაწყვეტილებებზე
- თვითმკურნალობის შესაძლო გართულებები
- ექიმის როლის მნიშვნელობა სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის პროცესში.
ლექციას წაიკითხავს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ ბაქრაძე.
ღონისძიება იმართება მედიცინის ფაკულტეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ორგანიზებით.
აუდიტორია: 201
დრო: 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, აკაკი წერეთლის ქუჩა N13