”ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და სამეცნიერო კვლევითი აქტივობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის, გელა სიორდიას საჯარო ლექცია თემაზე – “ნაფიც მსაჯულთა როლი, მართლმსაჯულების განხორციელებაში” გაიმართა.
ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ისტორიული განვითარება, სამართლებრივი საფუძვლები და ფუნქციური მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, ემსჯელათ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკის შესახებ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში.