მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-5 საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია – “The 5th Students’ Medical-Scientific Conference“ ჩატარდა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, სამედიცინო სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტებში სამეცნიერო საქმიანობისა და კვლევითი ინტერესის წახალისებას.

კონფერენცია მრავალფეროვან თემატიკას მოიცავდა და სამუშაო სესიების ფორმატში წარიმართა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივმა და საერთაშორისო სტუდენტებმა, საინტერესო და აქტუალური სამედიცინო კვლევები წარადგინეს.

კონფერენციის დასასრულს, ჟიურიმ სამი საუკეთესო მოხსენება გამოავლინა. გამარჯვებული ნაშრომების ავტორები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი მადლობას უხდის კონფერენციის ყველა მონაწილეს და მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტური სამეცნიერო ინიციატივების მხარდაჭერას.