“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” და “ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი – “კვლევითი პროექტის დაგეგმვა და კოორდინირება: მკვლევრის კარიერა, ინტერდისციპლინური და ინტერსექტორული მიდგომები” ჩატარდა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების დახმარებას კვლევითი პროექტის სწორ დაგეგმვასა და კვლევის იდეის ინტერსექტორული და ინტერდისციპლინური აქცენტების განსაზღვრაში.
ღონისძიების მიმდინარეობისას, განხილული იქნა მკვლევრის კარიერის, განვითარების ეტაპებისა და მკვლევრის პროფილის მართვის პროცესი, რაც დაეხმარება განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერებს სწორად დაგეგმონ სამეცნიერო აქტივობები და განსაზღვრონ შესაბამისი კონკურსები.
ტრენინგი, ასევე შეეხო კვლევის კოორდინირების ეტაპებში შესაძლო ღონისძიებებისა და კატეგორიების განსაზღვრის საკითხს.
ტრენინგის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნენ პრაქტიკულ გზებს საერთაშორისო კვლევით ქსელებში ჩართვისა და დაფინანსების მოპოვებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების შესაძლებლობებს.
ტრენინგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის „საერთაშორისო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობა” პროგრამის ხელმძღვანელი თეონა მაისურაძე უძღვებოდა.