საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ქალაქური სივრცისა და დიზაინის ინტერაქტიური ვორკშოპი – „ქალაქი ქვეითებისა და ველოსიპედისტების თვალით“

„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ CYCLE UP! – ქალაქური სივრცისა და დიზაინის ინტერაქტიური ვორკშოპი: „ქალაქი ქვეითებისა და ველოსიპედისტების თვალით“გაიმართება.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქალაქური ცხოვრების, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საკითხებს.

სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მცირე ჯგუფებად, სხვადასხვა ქალაქურ სივრცეებს შეისწავლიან. ისინი, გაანალიზებენ არსებულ გამოწვევებს და შეიმუშავებენ კრეატიულ იდეებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტებს ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი ურბანული გარემოს შესაქმნელად.

აღნიშნული ვორქშოპი ორგანიზებულია ჩეხეთის ცენტრი თბილისის მიერ ადგილობრივ პარტნიორ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ღონისძიება არის პროექტ CYCLE UP!-ის ნაწილი და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამა „Creative Europe“-ის ფარგლებში.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსეთ ფორმა:
https://forms.gle/cP2vSCfvTADNLwuq7

დამატებით დეტალები:

სამუშაო ენა: ინგლისური;

თარიღი:14 ივნისს , 15:00 საათი;

ადგილმდებარეობა: წერეთლის 13, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის საკონფერენციო სივრცე(აუდიტორია 106).