სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია – “სპორტული ჟურნალისტიკის ისტორია და თანამედროვე გამოწვევები” გაიმართა

19 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე – “სპორტული ჟურნალისტიკის ისტორია და თანამედროვე გამოწვევები” გაიმართა.

ლექციას კომენტატორი ნიკოლოზ ტაბატაძე უძღვებოდა.

საჯარო ლექცია ქუთაისის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით დაორგანიზდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.