საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება

2024 წლის 14 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით რიგით მესამე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები: 

• ბიოსამედიცინო მეცნიერებები;

• საზოგადოებრივი ჯანდაცვა;

• კლინიკური მედიცინა;

კონფერენციის სამუშაო ენა:ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 ივნისი.

ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ელ-ფოსტის მისამართზე: mariam.kldiashvili@unik.edu.ge.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: 

https://shorturl.at/ayMP8

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს  A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
  • არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 30 მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა – 20მმ;
  • გამოყენებული შრიფტი: Times New Roman. სტრიქონთაშორისი  ინტერვალი-1,5;
  • სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
  • ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
  • პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt, Bold);
  • სტრიქონის გამოტოვებით – ავტორ(ებ)ის  გვარი და ინიციალები (13 Pt, Bold);
  • მომდევნო  სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (12 Pt, Bold, სტატიაში  სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა *);
  • სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსი (12Pt);
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით – გამოყენებული ლიტერატურა (10 Pt);
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით – რეზიუმე ინგლისურ ენაზე (10 Pt, არაუმეტეს 1000 სიმბოლოსი);
  • სტატიის მოცულობა 3-5 გვერდი;
  • აბსტრაქტი (200-500 სიტყვა) – თემის სათაური, აქტუალობა, დასკვნა, საკვანძო სიტყვები (3-5);

კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს Power Point ფორმატით, რეგლამენტი – 15 წუთი (დამატებით 10 წუთი დისკუსია).

კონფერენციის შედეგები:

  • სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომების დაიბეჭდება და პრეზენტაციების შედეგად, კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი  გადაეცემა.