20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ქუთაისის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფაკულტეტის შვიდმა გუნდმა.
გუნდები ორ ქვეჯგუფად იყვნენ გაყოფილი. ქვეჯგუფიდან ორ-ორი გამარჯვებული ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდა. ნახევარფინალში გამარჯვებული „ტორპედო“ და „avengers” ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მაგისტრატურის პირველი კურსის გუნდმა „ტორპედომ“ მოიპოვა ანგარიშით 4:3.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი და ფულადი პრიზი.