საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ალბერტა კოლეჯის ოფიციალური ვიზიტი “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”

16 ოქტომბერს “ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” ქუთაისში, Erasmus+ აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობის პროგრამის ფარგლებში ლატვიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის, ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და ერთობლივი კვლევისა თუ სწავლების დაგეგმარებისთვის.

დელეგაციის შემადგენლობა:

· ილზე კრუმინა – ციფრული მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი (აკადემიური მობილობა)

· ლიგა სილენიეცე – ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი (აკადემიური მობილობა)

· ევიტა კრასმანე – სწავლის ხარისხის დეპარტამენტის მოადგილე (ადმინისტრაციული მობილობა)

· იევა ბრეიმანე –  მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი და სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ადმინისტრაციული მობილობა)

შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ დოქტორი თეონა გრიგოლაშვილი (სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი), დოქტორი თამარ პერტაია (მედიცინის ფაკულტეტის დეკანი), გიორგი დათუაშვილი (სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი), ასევე ხარისხის უზრუნველყოფის, სასწავლო პროცესისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები.

განხილულ იქნა “ერაზმუს+” პროექტების გაფართოების, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესების დაგეგმვისა, ერთობლივი კონფერენციების ჩატარების პერსპექტივა და სხვა აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობები.

პარალელურად ჩატარდა შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორებთან თეა ვალიშვილს და ლია გენელიძესთან, რომელშიც პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ ილზე კრუმინა და ევიტა კრასმანე. საუბარი შეეხო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ხარისხის გაუმჯობესების თემებს.

დღის განმავლობაში ასევე გაიმართა ონლაინ შეხვედრა ლიგა სილენიეცესა და უნივერსიტეტის პროფესორ მალხაზ ძაძუას შორის, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის ჰიბრიდულ და მოქნილ ხასიათს.

ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმავა უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სტრატეგიული კავშირი და კიდევ ერთხელ დაადასტურა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ერთგულება საერთაშორისო განათლების ხელშეწყობისა და სტუდენტებისა და პერსონალისთვის გლობალური გამოცდილების შეთავაზების მიმართ.