საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია “მწვანე ბიზნესის ტრანზიცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის” გაიმართა

16 ოქტომბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“, საჯარო ლექცია თემაზე: “მწვანე ბიზნესის ტრანზიცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ გაიმართა.

ლექციას ლატვიის ალბერტას კოლეჯის ლექტორი ლიგა სილენიეცე უძღვებოდა.

ლექციის მიზანი მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მაგალითზე მწვანე ტრანზიციის მნიშვნელობისა და პრაქტიკული მხარეების წარმოჩენა იყო. ლექტორმა დეტალურად ისაუბრა მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის მოლაპარაკებების დინამიკაზე, რომლებიც უკავშირდება მწვანე ტრანზიციის პროცესს.

აგრეთვე, მომხსენებელმა გააზიარა ლატვიის მცირე და საშუალო საწარმოების რეალური მაგალითები, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა გაეღრმავებინათ ცოდნა მდგრადი ბიზნესის მოდელების შესახებ და უკეთ გასცნობოდნენ ევროპულ პერსპექტივებს.