სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მორიგი სემინარი გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მორიგი სემინარი გაიმართა.

პრაქტიკული სამართლის კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის განმავლობაში, ბავშვის უფლებათა სამართლის ძირითადი პრინციპების, ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტების შექმნისა და ევოლუციის მოკლე ისტორიული ექსკურსის, საქართველოში შეცვლილი კანონმდებლობის შედეგად ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

სემინარი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლო დარბაზში მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა.

პრაქტიკული სამართლის კურსის – “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისთვის.