“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც სასწავლო პროცესთან, სტუდენტურ სერვისებსა და მიმდინარე აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სასწავლო პროცესის ძირითადი პრინციპები, აკადემიური რეგულაციები, სტუდენტური სერვისები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით.
მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის ეფექტური თანამშრომლობის გაძლიერებას.