10 დეკემბერს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში დამსწრეები ნახავენ ჯესი ნელსონის ფილმს – “მე სემი ვარ” (I Am Sam) . ფილმი ასახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ყოველდღიურობას, მათ მიერ განცდილ სირთულეებსა და გარემოსგან არსებულ სოციალურ ზეწოლას.
სიუჟეტი ვითარდება სემის ცხოვრებაზე, რომელიც ინტელექტუალური შეზღუდვის მიუხედავად, ცდილობს შვილზე ზრუნვას და მშობლის უფლებების დაცვას.
ღონისძიების მოდერატორები არიან “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები.
ადგილმდებარეობა: „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, აკაკი წერეთლის ქუჩა N13
აუდიტორია 201
დრო: 14:00 საათი