სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები, საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი “ერაზმუს+” მობილობით თურქეთში “დოქუზ ეილულის უნივერსიტეტში” გაემგზავრება

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი ვაჩე ჩარკვიანი 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის “ერაზმუს+ KA171” შიდა კონკურსის შედეგად სრულად დაფინანსებულ “ერაზმუს+” მობილობით “დოქუზ ეილულის უნივერსიტეტში” (თურქეთი) ეწვევა.

“ერაზმუს+ KA171” პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას და მათ დაუფინანსდებათ ორმხრივი მგზავრობის ხარჯები. შესაბამისად, მათი მობილობის პერიოდი ფინანსურად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროგრამის წესების შესაბამისად.

“დოქუს ეილულის უნივერსიტეტი” იზმირში მდებარე ერთ-ერთი წამყვანი საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა ძლიერი საერთაშორისო პროფილით და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებით.

ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე პროგრამებს მენეჯმენტში, ეკონომიკაში, მარკეტინგსა და ადმინისტრაციულ მეცნიერებებში, აერთიანებს თეორიულ საფუძველს პრაქტიკაზე და კვლევებზე ორიენტირებულ სწავლებასთან.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ სტუდენტს და უსურვებს წარმატებას “ერაზმუს +” საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.