სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის  ტრენინგი: “მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილი – ციფრული ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება” გაიმართა

19 აპრილს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა” და “ევროპის უნივერსიტეტის” სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის  ტრენინგი: “მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილი – ციფრული ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება” ჩატარდა.

ტრენინგის მიზანია მასწავლებლების ციფრული აპლიკაციების ეფექტიანი გამოყენებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერება.

ტრენინგის პირველ ნაწილში მონაწილეები დაესწრნენ მოდელირებულ ინტერაქტიულ გაკვეთილს, სადაც გამოყენებული იქნა პლატფორმები, როგორებიცაა Mentimeter, Wordwall, Blooket, Wayground და სხვა. ხოლო, მონაწილეებმა ტრენინგის მეორე ნაწილში თავად შექმნეს ინტერაქტიული აქტივობები და შეფასების ინსტრუმენტები.

ტრენინგს გაუძღვა სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი იოსებ ლაზარაშვილი.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.