სხვადასხვა, მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

8  ნოემბერს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – “მდგრადი განვითარება, ინსტიტუტები და გლობალური გამოწვევები (SDIGC-25)“ გაიმართა.

კონფერენციაზე ადგილობრივმა და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერებმა ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები წარადგინეს.

კონფერენციამ შექმნა მრავალდარგოვანი სამეცნიერო პლატფორმა, სადაც მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს შესაძლებლობა მიეცათ წარმოედგინათ და განეხილათ უახლესი ინოვაციები, მიმდინარე ტენდენციები, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოწვევები და მათზე მიღებული გადაწყვეტილებები.

კონფერენციის ფორმატი საერთაშორისო იყო, მასში 12 სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობდა.

კონფერენცია მიეძღვნა მეცნიერების საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 ნოემბერს აღინიშნება.