სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექციას თემაზე “სამედიცინო მოწყობილობები – ბირთვული მედიცინა SPECT & PET” გაიმართება

9 დეკემბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”, ლიმბახის დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ჯგუფის ოფიციალური პარტნიორი “მრჩეველის” ბიოინჟინერი ლუკა ივანეიშვილი საჯარო ლექციას თემაზე, “სამედიცინო მოწყობილობები – ბირთვული მედიცინა SPECT & PET” გამართავს

ლექცია მიეძღვნება თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის მნიშვნელობას, მის როლს კლინიკურ პრაქტიკასა და სამედიცინო კვლევაში. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ სამედიცინო მოწყობილობების ძირითად კატეგორიებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბირთვულ მედიცინას – მის პრინციპებს, შესაძლებლობებსა და გამოყენების სფეროებს.

ლექციის ძირითადი თემებია:

SPECT – ერთფოტონიანი ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია
PET – პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია

ღონისძიება “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით ჩატარდება.

ადგილი: აუდიტორია 201
დრო: 14:00 სთ
სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, აკაკი წერეთლის ქუჩა N13