“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტისა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის, საგამოცდო ცენტრის, იურიდიული სამსახურის, ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების სამსახურის, ბიბლიოთეკის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განხილული იქნა სასწავლო პროცესის ორგანიზების წესები, სასწავლო პლატფორმები, საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული რეგულაციები, აკადემიური კალენდარი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და სტუდენტური სერვისების გამოყენების შესაძლებლობები, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და სტუდენტთა ჩართულობა უნივერსიტეტის მართვის პროცესებში.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” მომავალშიც განაგრძობს ღია შეხვედრების ორგანიზებას სტუდენტებთან, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას ემსახურება.