"ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში", 2025 წლის სტუდენტური ინიციატივების კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული პროექტი - "პირველადი დახმარება" განხორციელდა. ინიციატივის ავტორები მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც სკოლის მოსწავლეებისთვის საბაზისო ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა გადაუდებელ სიტუაციებში სწორი რეაგირების, დაზარალებულის მდგომარეობის შეფასების, სისხლდენის შეჩერებისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) საბაზისო უნარებში.
პროექტი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სიმულაციური ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. მასში მონაწილეობა 20 ბენეფიციარმა მიიღო, რომლებიც პარტნიორ ორგანიზაციასთან - IEDA-სთან თანამშრომლობით შეირჩნენ.
სტუდენტური ინიციატივების საპროექტო განაცხადის მიმართულებებს წარმოადგენს სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ინოვაციური, კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტები.