“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” წარმატებით მონაწილეობს ევროკავშირის Erasmus+ Capacity Building in Higher Education (CBHE) პროგრამის პროექტში ERIC-GE – „Strengthening Research and Innovation Capacities in Georgian Higher Education Institutions“ („საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციის შესაძლებლობების გაძლიერება“).
18–19 თებერვალს, პროექტის კოორდინატორმა ორგანიზაციამ ინსტიტუტმა ტექინფორმმა უმასპინძლა ERASMUS+ CBHE პროექტ ERIC-GE-ის ფარგლებში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელიც კონსორციუმის პირველი ოფიციალური შეკრება და პროექტის საზეიმო გახსნა იყო.
“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტიდან” აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გოჩა თუთბერიძე, სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის მიმდინარეობა, პროექტში მონაწილე ევროპელმა პარტნიორებმა წარმოადგინეს ტრენინგ მოდული და ტრენინგ კურსების შესახებ ინფორმაცია, ასევე განხილული იქნა დისიმინაციის გეგმა, რომელსაც პროექტში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ახორციელებს.
ERIC-GE პროექტი წარმოადგენს ინვესტიციას მომავალში, ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი კვლევითი და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. პროექტი ხელს უწყობს ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების გავრცელებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობის საშუალებით უნივერსიტეტი განავითარებს საერთაშორისო თანამშრომლობას, გააუმჯობესებს კვლევის ხარისხს და დაიცავს ევროპულ მართვის მეთოდებთან თავსებადობას. ეს პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებს ინტერნაციონალიზაციას და კვლევის განვითარების ხელშეწყობას.
ERIC-GE პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით მომდევნო ორი წლის განმავლობაში განხორციელდება და მასში მონაწილეობენ 6 ქართული და 2 ევროპული უნივერსიტეტი. აქტივობები მოიცავს თანამედროვე კვლევითი მეთოდების დანერგვას, ინოვაციური სასწავლო კურსების შექმნას და ახალგაზრდა მკვლევრების შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი “ტექინფორმი“.