სხვადასხვა, მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

2025 წლის 10-25 ივლისს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის, ასევე მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას, კერძოდ, სამსახურის მიზნებს, ფუნქციებს და სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობას შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების პროცესში.

შეხვედრებზე, ასევე განხილულ იქნა ის ნაბიჯები და რეაგირებები, რომლებიც უნივერსიტეტმა შეასრულა სტუდენტთა რეკომენდაციების საფუძველზე.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, რაც მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინტერესებისა და რეკომენდაციების შეგროვებას.