მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 სექტემბერს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია უძღვებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ფაკულტეტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს სტუდენტების აკადემიურ და საუნივერსიტეტო გამოცდილებას.

დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:

• სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება და ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვა;
• სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
• სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს განვითარება;
• ფაკულტეტის ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაუმჯობესება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საგამოცდო პროცესში არსებული გამოწვევები, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცედურებში დაგეგმილი ცვლილებები, აგრეთვე აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის საკითხები.

ფაკულტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც სისტემატურად გაგრძელდება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანამშრომლობის მჭიდრო ფორმატი და უწყვეტი კომუნიკაცია პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის.