5-8 მაისს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის XIV კონგრესში (GAACI 2025) მიიღეს მონაწილეობა.
სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის სახელით წარდგნენ მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები: პრაკაშ კატიკერაჯულა, ირენე აგნუს ედვინ, ტეჯესჰვინი ტალასანი, რომელთაც სამეცნიერო ხელმძღვანელობა, უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა სოფიო გამყრელიძემ გაუწია.
კონფერენციაში ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა სამი აბსტრაქტი წარადგინა:
- პრაკაშ კატიკერაჯულამ წარმოადგინა პრეზენტაცია ალერგენის იმუნოთერაპიის შესახებ, შეისწავლა მისი განვითარებადი როლი პაციენტების შედეგების გაუმჯობესებაში და მისი პოტენციალი მკურნალობის პროტოკოლების ოპტიმიზაციისთვის.
- ირინე აგნუს ედვინმა ისაუბრა მიკრობიომის როლზე ასთმაში და ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ მოქმედებს ნაწლავის მიკრობიომი იმუნურ პასუხებსა და ასთმის განვითარებაზე, რაც სწრაფად მზარდი სფეროა ასთმის კვლევაში.
- ტალასანი ტაჯეშვინიმ წარადგინა პრეზენტაცია ანგიოგენეზის ფაქტორების, როგორც მოცირკულირე ბიომარკერების შესახებ ასთმაში, სადაც წარმოადგინა პერსპექტიული ბიომარკერები ასთმის ადრეული დიაგნოზისა და დაავადების მონიტორინგისთვის.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ ღირებულ ვორქშოპებს და გაეღრმავებინათ პრაქტიკული გამოცდილება ალერგიისა და ასთმის დიაგნოსტიკასა და მართვაში, ასევე, გაეძლიერებინათ კვლევითი და კლინიკური უნარები.