საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” და ჰიტიტის უნივერსიტეტმა (თურქეთი) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” (CUE, საქართველო) და ჰიტიტის უნივერსიტეტმა (თურქეთი) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU), რომელიც მიზნად ისახავს ორ ინსტიტუციას შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი მასშტაბის გაფართოებას.

შეთანხმების გაფორმებით, ჰიტიტის უნივერსიტეტი გახდა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მეათე პარტნიორი თურქეთში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს CUE-ის თანმიმდევრულ სტრატეგიულ კურსს თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცესთან ურთიერთქმედების განვითარების მიმართულებით. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი უკვე ახორციელებს პარტნიორულ საქმიანობას თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მდებარე ინსტიტუციებთან, მათ შორის სტამბოლში, ტოკატში, ანტალიაში, ალანიაში, სამსუნში, მუღლაში, მალატიასა და უშაკში.

“ევროპის ცენტრალურ  უნივერსიტეტსა” და ჰიტიტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა უკვე ჩამოყალიბებულია “ერაზმუს + “KA171 პროგრამის ფარგლებში. ახლად გაფორმებული მემორანდუმი კი ქმნის ამ პარტნიორობის “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებს მიღმა განვითარების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს გრძელვადიანი, ინსტიტუციური ჩართულობის უფრო ფართო და მდგრად ჩარჩოს.

მემორანდუმი მოიცავს ურთიერთთანამშრომლობის მრავალმხრივ მიმართულებებს, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო რესურსების გაზიარებას, ასევე ერთობლივ სემინარებსა და პროფესიულ ტრენინგებში მონაწილეობას.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის სისტემურ გაფართოებას. მსგავსი შეთანხმებები წარმოადგენს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან საფუძველს.