“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და ბულგარეთის ერთ-ერთ წამყვან და ისტორიული მნიშვნელობის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას “ველიკო ტარნოვოს წმინდა კირილესა და წმინდა მეთოდეს უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ქმნის ჩარჩოს ინსტიტუციური პარტნიორობისთვის და მიზნად ისახავს აკადემიური თანამშრომლობისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას, ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას, კვლევისა და ცოდნის გავრცელების ხელშეწყობასა და საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას.
დოკუმენტი, ასევე ხაზს უსვამს აკადემიური რესურსების გაზიარების, ინოვაციების მხარდაჭერის და გრძელვადიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ორ ინსტიტუციას შორის პარტნიორობა ვრცელდება “ერაზმუს+ KA171” პროგრამის ფარგლებშიც, რაც დამატებით უზრუნველჰყოფს აკადემიური მობილობის განვითარებასა და სტუდენტთა და პერსონალის საერთაშორისო გამოცდილების გამდიდრებას.
ხელშეკრულების შედეგად, “ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტი” ხდება “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მეოთხე ოფიციალური პარტნიორი ბულგარეთში, რითაც მნიშვნელოვნად ფართოვდება უნივერსიტეტის ჩართულობა ბულგარეთის აკადემიკურ სივრცეში და ძლიერდება რეგიონული თანამშრომლობა.