20 თებერვალს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა თერჯოლის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეთათვის პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.