19 თებერვალს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსმა თინათინ მეფარიშვილმა სამტრედიის საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრაზე თინათინ მეფარიშვილმა უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.