2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამებზე: აღრიცხვა და აუდიტსა და ფინანსებზე
საბუთების მიღების ვადად განისაზღვრა: 1 სექტემბერი- 13 სექტემბერი
მნიშვნელოვანი თარიღები:
საბუთების მიღების ვადად განისაზღვრა: 1 სექტემბერი – 13 სექტემბერი
გამოცდა უცხო ენაში – 15 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი
სააპელაციო განაცხადების მიღება – 17 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში – 22 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერი
სააპელაციო განაცხადების მიღება – 24 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება- 25 სექტემბერი
მიღების წესი:
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება შეუძლიათ:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდას.
- პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას (შიდა საუნივერსტეტო გამოცდების საკითხები განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე
აღრიცხვა და აუდიტი: https://cue.edu.ge/fakultetebi/socialur-mecnierebata-biznesisa-da-samartlis-fakulteti/programebi/samagistro/agricxva-da-auditi/
- პირებს, რომელთაც უდასტურდებათ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა. გამოცდა ჩატარდება „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ https://cue.edu.ge/chvens-shesaxeb/samartlebrivi-aqtebi/ (ინგლისური ენის გამოცდის შეფასების კრიტერიუმები) შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამდასტურებებლ დოკუმენტს (დიპლომი), ინგლისური ენის მოთხოვნილი კომპეტენცია დადასტურებულად ჩაითვლება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- 2 ფოტოსურათი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში