11 მარტს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) საჯარო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს სტუდენტებში მიგრაციის თემებზე ინფორმირებულობის გაზრდა, ასევე, უსაფრთხო, მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები – სწავლა საზღვარგარეთ; უკანონო მიგრაცია და მისი საფრთხეები; ტრეფიკინგი; უვიზო მიმოსვლა ევროპაში; თავშესაფრის მოთხოვნა ევროპაში; სამშობლოში დაბრუნება და რეინტეგრაცია.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობდა, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა დაესვათ კითხვები და აზრი გამოეთქვათ კონკრეტული თემის ირგვლივ.
შეხვედრის ბოლოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დამსწრეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს მიგრაციის სააგენტოა და 30 წელია, საქართველოში მუშაობს მიგრაციის სხვადასხვა თემაზე და სახელმწიფოს საზღვრის მართვასა და მიგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესებაში ეხმარება.
შეხვედრა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.