„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ და განახორციელონ პროექტი შემდეგი თემატური მიმართულებებით:
- ახალგაზრდების საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის წახალისება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების ხელშეწყობა;
- მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და ინტერკულტურული დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;
- ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინკლუზია, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება.
- საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება;
- არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ახალგაზრდული სერვისების შექმნა და ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა;
- რეგიონის/მუნიციპალიტეტის/თემის ახალგაზრდული სივრცეების საჭირო ინვენტარით აღჭურვა და აღნიშნულ სივრცეში, არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენების გზით, აქტივობების განსახორციელება ახალგაზრდების ჩართულობით;
- ახალგაზრდული ფესტივალების განხორციელება;
- ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, სოციალური ინიციატივების წახალისება და მოხალისეობრივ აქტივობებში მონაწილეობა;ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარება;
- ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მათ შორის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულებების შემცირებისა და ძალადობის პრევენციის, ბავშვთა/ადრეული ქორწინებებისა და მოზარდთა ორსულობის წინააღმდეგ ბრძოლის გზით.
- ასევე, ახალგაზრდების პერსონალური მონაცემების დაცვაზე ცნობიერების ამაღლება, მედია და ციფრული წიგნიერება.ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერება;
- მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
- სტუდენტებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული სატრენინგო ღონისძიებების, კონფერენციების, ფორუმების და მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
- სტუდენტური კლუბების/თვითმმართველობების გაძლიერება და თემატური ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელება.
- საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი თემატური მიმართულებების მინიმუმ ერთ კომპონენტს მაინც.
საგრანტო კონკურსის მიზანია, სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ფინანსური რესურსით დახმარება იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების სრულფასოვან განვითარებას, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების განვითარებას, ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.
ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად მოთხოვნილი ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 15 000 ლარს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით (პროექტის ადმინისტრირებისთვის) საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს.
საგრანტო პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, დააფუძნოს ახალგაზრდული ორგანიზაცია და პროექტი განახორციელოს ორგანიზაციის სახელით ან პროექტი განახორციელოს უშუალოდ, საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, სოლიდარულად.
საგრანტო პროექტის წარდგენის პროცედურა და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება: 2025 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
განაცხადები მიიღება მხოლოდ შემდეგ ელ-ფოსტაზე: grants-3@youthagency.gov.ge (სტუდენტური).
საგრანტო პროექტის წარდგენის პროცედურა და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება: 2025 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
განაცხადები მიიღება მხოლოდ შემდეგ ელ-ფოსტაზე: grants-3@youthagency.gov.ge (სტუდენტური).
საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ბმული (საგრანტო პროექტი და სამოქმედო გეგმა) განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ სოციალურ გვერდზე.
სტუდენტური ინიციატივების წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია იხელმძღვანელოთ შემდეგი დოკუმენტაციით: (იხ. დოკუმენტი)
რაიმე სახით არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საგრანტო პროექტი მოიხსნება საგრანტო კონკურსიდან.
საგრანტო კონკურსში წარმოდგენილი საგრანტო პროექტ(ებ)ის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია, საგრანტო დებულებით დადგენილი წესისა და კრიტერიუმების შესაბამისად, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 30 დღეში.
საგრანტო პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: Grants-3@youthagency.gov.ge ან/და ტელეფონის ნომრებზე:
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მიმაგრებული ფაილები:
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მიმაგრებული ფაილები: