სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

სტუდენტური ანსამბლი “ერისა“ საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პრემიის “მეგა“ გამარჯვებულია

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტური ანსამბლი „ერისა“ საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პრემია „მეგას“ გამარჯვებულია, ნომინაციაში „წლის საუკეთესო ანსამბლი 2025“.

“მეგას“ რიგით 26-ე დაჯილდოების ცერემონია ქალაქ მცხეთაში, კულტურის სახალხო ცენტრში გაიმართა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს ქორეოგრაფ პაატა ქარქაშაძეს და ანსამბლის წევრებს მოპოვებულ გამარჯვებას.