საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ცხადდება კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალის მობილობაზე ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში

‘’ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის’’ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის კონკურსს “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში “წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტში” (ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი).

კონკურსი განკუთვნილია ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
მობილობის პირობები

· მობილობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს 2026 წლის ივლისამდე

· მობილობის ხანგრძლივობა:

5 -სამუშაო დღე

2 -სამგზავრო დღე

ადმინისტრაციული კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/WJ639tqWJvfPcUdF9

განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
28 იანვარი, 12:00 საათი (შუადღე)

შერჩევის ეტაპები:

I ეტაპი – ინგლისური ენის ცოდნის შეფასება
დონე: B2 (CEFR)

თარიღი: 29 იანვარი, 10:00 საათი

ტესტირებას გაუძღვება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი

შენიშვნა: შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ პირობას:

აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი;

ფლობს ინგლისური ფილოლოგიის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის / მაგისტრის / დოქტორის ხარისხს;

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე აქვს საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე სწავლის მინიმუმ ერთსემესტრიანი გამოცდილება;

ფლობს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს B2 დონის შესაბამისად (IELTS 5.5; TOEFL iBT 72; TOEFL PBT 543; Cambridge English B2 First – 160);

უკვე ჩაბარებული და დაძლეული აქვს ინგლისური ენის ტესტი წინა Erasmus+ კონკურსების ფარგლებში;

უკვე უსარგებლია ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის Erasmus+ მობილობის შესაძლებლობით.

II ეტაპი – ტრენინგ-მობილობის გეგმის პრეზენტაცია (ინგლისურ ენაზე)

ფორმატი: ონლაინ გასაუბრება

თუ აპლიკანტებს შორის არ იქნებიან პირები, რომელთაც ინგლისური ენის ტესტირება ესაჭიროებათ, II ეტაპი ჩატარდება
– 29 იანვარს, 10:00 საათზე

თუ ჩატარდება ინგლისური ენის ტესტირება ერთ ან მეტ აპლიკანტთან, II ეტაპი გადაიწევს
– 30 იანვრისთვის, 10:00 საათზე

შეფასების კრიტერიუმები:

დაგეგმილი შეხვედრებისა და აქტივობების აქტუალობა და მნიშვნელობა;

მობილობის გეგმის შესაბამისობა უნივერსიტეტის სტრატეგიასა და პრიორიტეტებთან;

ინგლისურ ენაზე მკაფიო და თანმიმდევრული კომუნიკაცია;

მოსალოდნელი შედეგების პრაქტიკული გამოყენებადობა;

მობილობის გეგმის განხორციელებადობა კანდიდატის სამსახურებრივი კომპეტენციების გათვალისწინებით.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 30 იანვარს, დღის ბოლომდე.