პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ასისტენტ-პროფესორი

ბოლო ვადა

ივლისი 25, 2025

შპს ,,ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი’’ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი აცხადებს ღია კონკურსს ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

კერძო სამართალი

  • ასისტენტ-პროფესორის – 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით).

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

  1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): 
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი(შესაბამის დარგში/სფეროში);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (იხ. მიმაგრებული ფაილი)

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის ცენტრალური  უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული  ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს); 

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); 

ე) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;

ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში); 

ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);

თ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“.

  • კონკურსი ჩატარდება შპს  ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს: 
  1. პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების  გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
  • კონკურსის ვადები
  1. კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 19 ივნისიდან;
  2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 18 ივლისიდან 25 ივლისის  ჩათვლით;
  3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025  წლის 28 ივლისისა;
  4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 1 აგვისტოსა;
  5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025  წლის 8 აგვისტოსა;
  6. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2025 წლის 8 აგვისტოდან 14  აგვისტოს ჩათვლით;
  7. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2025 წლის 18 ივლისიდან 25 ივლისის  ჩათვლით.
  • საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის ცენტრალური  უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურები.

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისი, წერეთლის ქ. N13, info@cue.edu.ge

ტელ: 558 574 019

განცხადების ფორმა: აკადემიური კონკურსის განცხადება

ჩაწერე საძიებო სიტყვა.