მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ქუთაისის უნივერსიტეტში ტრენინგი – ” პირველადი სამედიცინო დახმარება – CPR” ჩატარდა

27 იანვარს ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის ტრენინგი თემაზე ” პირველადი სამედიცინო დახმარება –  CPR ” გაიმართა.

ტრენინგს ქუთაისის უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე ბაძგარაძე უძღვებოდა.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლნენ ტრავმირებული პაციენტის პირველად მართვას და გულ-ფილტვის რეანიმაციას.

ასევე, მიღებული ცოდნით, სტუდენტები შეძლებენ შეაფასონ ტრავმის შედეგები და თავიდან აიცილონ დაავადების გაუარესება.