სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა

14 მარტს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები.

სამეცნიერო კომიტეტის მიერ მაღალი შეფასებები დაიმსახურეს და საპრიზო ადგილები გაინაწილეს: ლიზა ბრეგაძემ (ქუთაისის №7 საჯარო სკოლა, პედაგოგი მზია ფხაკაძე), ნინო შანიძემ (ქუთაისის №2 საჯარო სკოლა, პედაგოგი ნათია ფოცხვერაშვილი), მარიამ ყოლბაიამ (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლა, პედაგოგი ფატმან ჯანიაშვილი), დოდო ლაბაძემ (ქუთაისის №14 საჯარო სკოლა, პედაგოგი ინეზა გაბადაძე).

კონფერენციის მონაწილეებს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე მიესალმა.

საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორმა და კონფუცის კლასის დირექტორმა დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.  ასევე, მადლობის წერილები გაეგზავნათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებს და სკოლების ადმინისტრაციებს.

ღონისძიებაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და აიპ “მათემატიკოსს” შორის.