საერთაშორისო მიღება

რატომ ქუთაისი?

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი მდებარეობს ქუთაისის, საქართველოს ისტორიული და ლამაზი ქალაქის ცენტრში. ეს ტერიტორია ძველთაგანვე ცნობილი იყო საერთაშორისო მოგზაურებისთვის, მათ შორის, ძველი ბერძნებისთვის. ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად, არგონავტებმა იმოგზაურეს კოლხეთში, რომლის დედაქალაქი იყო ქუთაისი (ქუთაია), სადაც ისინი ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იმყოფებოდნენ. 

ქუთაისი ცნობილია გელათის სამონასტრო კომპლექსით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მეკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი საქართველოში. 

1106 წელს დაარსებული გელათის მონასტერი,  შუა საუკუნეების საქართველოს ოქროს ხანის შედევრს წარმოადგენს. ეს არის პოლიტიკური ძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდი XI-XIII საუკუნეებში. სამონასტრო კომპლექსს ახასიათებს  ნატიფად გათლილი დიდი ბლოკების მქონე ფასადები, დაბალანსებული პროპორციები და თაღები ექსტერიერის დეკორაციაში. როგორც შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებლური მონასტერი, გელათის მონასტერი ასევე წარმოადგენდა მეცნიერებისა და განათლების ცენტრს. გელათის აკადემია, ძველი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო.  

მეორე ბრწყინვალე ისტორიული ძეგლი, ბაგრატის კათედრალია (X-XI საუკუნეები), რომელიც უნიკალური არქიტექტურული ოსტატობის ნიმუშია.

ზოგადად, ქუთაისი ცნობილია მშვენიერი ძველი ქალაქით, კაფეებითა და მეგობრული ხალხით.

გთხოვთ, იხილოთ დაწვრილებით  ქუთაისის ღირშესანიშნაობების შესახებ.

ქუთაისი უსაფრთხო და ფინანსურად ხელმისაწვდომი ქალაქია. აქ ბევრი საერთაშორისო სტუდენტია, რომლებიც ქალაქში სწავლობენ და ცხოვრობენ. საცხოვრებელი და საკვები, შედარებით იაფია. ქუთასის უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქ მისვლას ადვილად შეძლებთ. ქალაქი და მისი მცხოვრებნი მეგობრულია და ყოველთვის მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, სხვებს დაეხმარნონ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ქუთაისში: 

ავტობუსით მგზავრობა – 60 თეთრი.

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა – 60 თეთრი. ( გახადხდა მხოლოდ საბანკო ბარათით  ) 

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში სტუდენტებისთვის მოქმედებს 50% შეღავათი.

ტაქსის გამოსაძახებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი აპლიკაციები: Bolt, Maxim.