კლუბები
ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური კლუბები, რომლებიც იქმნება სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე. კლუბის არსებობა მისი შინაარსით მოიცავს საერთო ინტერესის მქონე სტუდენტების გაერთიანებას ერთი ქოლგის ქვეშ.
უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების მქონე კლუბები სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრთან და სტუდენტურ თვითმმართველობასთან შეთანხმებით.
უნივერსიტეტში მოქმედი კლუბები:
ტურიზმის კლუბი „კოლხური ნაბიჯები“ აერთიანებს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელთა მიზანია საქართველოში არსებული როგორც პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაცია უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის. კლუბი ორგანიზებას უწევს ექსკურსიებს, მართავს საგანმანათლებლო პრეზენტაციებს და აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში. ამასთანავე, კლუბში ჩართული სტუდენტები ივითარებენ მნიშვნელოვან პროფესიულ უნარ-ჩვევებს, მათ შორის ორგანიზაციულ, საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის კომპეტენციებს, რაც ხელს უწყობს მათ პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.
იხილეთ “კოლხური ნაბიჯების” Facebook გვერდი.