თბილისის კამპუსის შესახებ

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი – თბილისის კამპუსი (მედიცინის ფაკულტეტი)

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თბილისის კამპუსი უზრუნველყოფს თანამედროვე გარემოს სამედიცინო განათლებისთვის. კამპუსში განთავსებულია სალექციო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, ანატომიისა და ბიოქიმიის ლაბორატორიები, იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, სიმულაციის ცენტრი და ჰისტოლოგიის/პათოლოგიის სასწავლო ოთახები – სრულად აღჭურვილი ხარისხიანი სწავლებისა და კვლევისთვის.

მეტროსადგურთან ახლოს მდებარე კამპუსი ადვილად მისადგომია თბილისის ყველა კუთხიდან, რაც სტუდენტებისთვის უპრობლემო მგზავრობას უზრუნველყოფს.

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, საერთაშორისო სტუდენტური სახლია, რაც მას სხვადასხვა წარმომავლობის სტუდენტებისთვის დინამიურ და მისაღებ ადგილად აქცევს. ქალაქის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა იდეალურ გარემოს ქმნის როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული ზრდისთვის.

სტუდენტებისთვის მეგობრული ატმოსფეროთი, კამპუსი უზრუნველყოფს წვდომას აუცილებელ ობიექტებზე, სასწავლო სივრცეებსა და სოციალურ სივრცეებზე, რაც ხელს უწყობს სტუდნტების საზოგადოებასთან დაახლოებას.

თბილისის ისტორიულ ქუჩებში სეირნობისას, მისი ცოცხალი კაფეებით ტკბობისას თუ ქალაქის შესანიშნავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემით სარგებლობისას, თქვენ იპოვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ თქვენი სტუდენტური გამოცდილების ნამდვილად გამორჩეული გახდომისთვის.

უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უნივერსიტეტი საქართველოში. ჩვენი ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა ასევე აკრედიტებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების შესაბამისად. უნივერსიტეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული მათ შორის არის:

ბოლონიის პროცესის წევრები არიან ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სხვები. ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.

უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი განთავსებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორიაში, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ორგანიზაციის (FAIMER) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა მსოფლიოში არსებული აკრედიტებული სამედიცინო პროგრამების შესახებ.

უნივერსიტეტი განთავსებულია ბაზაში, რომელსაც იყენებს ერიკ-ნარიკის ქსელი. ენიკ-ნარიკის ქსელი წარმოადგენს ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და იუნესკოს ერთობლივ ინიციატივას, როგორც ევროპის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთის, ისრაელისა და ახალი ზელანდიის მოქმედი ავტორიზებული და აკრედიტებული საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და ხარისხის სისტემების შესახებ განახლებული ინფორმაციის წვდომის ინსტრუმენტს.

უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია.

უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ასოციაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და მას 48 ევროპული ქვეყნიდან 800-ზე მეტი წევრი ჰყავს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესსა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის ფორმირებაში.

გარდა ამისა, EUA წარმოადგენს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც წევრი უნივერსიტეტები ერთმანეთს ცოდნასა და საინტერესო პრაქტიკებს უზიარებენ და  ერთობლივ პროექტებსა და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობენ.

ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE)

ჩვენ ვართ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 5 კონტინენტზე ჰყავს თავისი წევრები. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო სამედიცინო განათლების განვითარებას ბაკალავრიატსა და შემდგომ საფეხურზე, ასევე განგრძობითი განათლების მიმართულებით.

უნივერსიტეტი ამჟამად ანხორციელებს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამას რომელიც ღიაა საერთაშორისო და ადგილობრივი სტუნდეტებისთვის. 

დიპლომირებული მედიკოსი ( ქუთაისის კამპუსი )

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.
  • სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი.
  • სწავლების ენა: ინგლისური.
  • პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი.
  • სწავლების საფასური: 4000 აშშ დოლარი წლიურად.

დიპლომირებული მედიკოსი ( თბილისის კამპუსი )

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.
  • სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი.
  • სწავლების ენა: ინგლისური.
  • პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი.
  • სწავლების საფასური: 5000 აშშ დოლარი წლიურად.

გადაადგილება თბილისში: 

საზოგადოებრვი ტრანსპორტით მგზავრობა ( ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მეტრო )  – 1 ლარი.

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში სტუდენტებისთვის მოქმედებს 50% შეღავათი.

ტაქსის გამოსაძახებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი აპლიკაციები: Bolt, Maxim.

თბილისის კამპუსი

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის კამპუსები წარმოდგენილია როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში.

თბილისის კამპუსში განთავსებულია მედიცინის ფაკულტეტი, სადაც მოქმედებს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სრულად აღჭურვილი სასწავლო გარემოთი.

ცხელი ხაზი: +995 (431) 23 79 79
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. #77